Translate

Monday, February 2, 2015



  თსუ-ს მიერ გამოცხადებულ კონკურსში "ჩემითვალით დანახული ჭაობი" წარვადგინეთ მაკეტი,გამოფენისათვის შეგვარჩიეს, გამოფენა 31 იანვარს თსუ-ს პირველ კორპუსში გაიმართა. საინტერესო გამოფენა იყო, ბევრი დაინტერესებული მოსწავლე-მომავალი გარემოსდამცველები, ეკოსისტემების ქომაგები, განათლებულები, შრომისმოყვარეები. ასეთი ბავშვების ერთად ნახვა ბედნიერებაა.
   




Tuesday, January 27, 2015


ეს ჩვენი მაკეტია, მონაწილეობა მივიღეთ თსუ-ს მიერ ორგანიზებულ მაკეტების კონკურსში " ჩემი თვალით დანახული ჭაობი" პირველ ტურში შეგვარჩიეს, იმედი გვაქვს გამოფენაზეც გავიმარჯვებთ, 




მასალად ნარჩენები გამოვიყენეთ და ბუნებრივი მასალები : პენოპლასტის ნაჭრები, ქაღალდები ბალახი ,ხავსი, ჟელატინი. მგონი ლამაზი მაკეტი გამოგვივიდა.




Thursday, November 13, 2014

 პროექტი" ნარჩენების მართვა"


მერხების ნარჩენებისაგან სათამაშო ავაწყეთ, ძველი ყუთებისაგან-ჩიტის ბუდეები, საბურავებისაგან-საყვავილეები. ბევრი ვიხალისეთ .შედეგი არაჩვეულებრივია, ჩვენი სკოლის ეზო ძალიან გამოცოცხლდა.




სამეცნიერო პიკნიკი  2014







Tuesday, September 30, 2014

   გთხოვთ შემოუერთდეთ ღონსიძიების FACEBOOK-ის გვერდს https://www.facebook.com/IliauniSciencePicnic?ref=hl და ღონისძიების შესახებ ინფორმაცია გაუზიაროთ მეგობრებს.

  ილიაუნის მიერ ორგანიზებული "სამეცნიერო პიკნიკი"  4 ოქტომბერს გაიმართება ვაკის პარკში, დიდი სიხარულით ელოდებიან კლუბი კრეატივის ბავშვები, როდის დადგება ეს დღე, მივდივართ მრავალფეროვანი აქტივობებით,   


                          წარმატება გვისურვეთ!

  

Monday, June 16, 2014

ეს ინტეგრირებული გაკვეთილი ეზოში ჩავატარეთ, ორიგინალური იყო და სახალისო.
პოპულაციაში ინდივიდების რიცხოვნობის გამოთვლა-კვადრატის მეთოდი, მათემატიკა და ბიოლოგია ერთად, საინტერესო შერწყმა იყო.



ეზოს ფართობის გამოთვლის პროცესი
მონიშვნა
მუშაობა მონიშნულ კვადრატში

შეგროვებული ინდივიდები



ცხრილის შევსება

ინდივიდების დათვლის პროცესი

Monday, June 2, 2014

მონაწილეობა მივიღეთ პროექტში " ბაღის ფრინველთა საათი"