საგანგებოდ მომზადებულ საკომპოსტე ყუთში წინასწარ გამზადებული საკვების ნარჩენები, ნახერხი და მიწა ფენებად ჩავყარეთ, ასევე ფოთლები, ხმელი ბალახი და სხვა ორგანული ნარჩენები. დანარჩენი ბაქტერიების საქმეა, 6-7 თვეში სუფთა სასუქი მზად იქნება და მას ჩვენი სკოლის ეზოში ყვავილნარში დასაყრელად გამოვიყენებთ.
მიწის ქვებისაგან გასუფთავებას საკმაოს დიდი დრო დასჭირდა, თუმცა ერთად მუშაობის პროცესში ეს ძალიან სახალისო იყო.
პროექტი ინტეგრირებული იყო, მასში ქიმიის მასწავლებელიც ეხმარებოდა მოსწავლეებს, მისი დახმარებით ბაქტერიების მიერ ქიმიური გარდაქმნის პროცესები განვიხილეთ.
No comments:
Post a Comment