Translate

Saturday, November 9, 2013

რეფლექსია

დღეს ვიმუშავეთ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომის შეფასების რუბრიკების შექმნაზე, ტრენინგი საინტერესო გამოდგა. ბევრ შრომას საჭიროებს და დრო შედარებით ცოტაა, ჩემი აზრით ამდენი დოკუმენტების გაფორმება ბევრ დროს აკარგვინებს მასწავლებელს,შეიძლება რაიმე უფრო მარტივად აგებული სქემის მოფიქრება.


 მიმდინარე მოდული დამეხმარა, გამეანალიზებინა მოსწავლეზე ორიენტირებული შეფასების ფორმები რამდენიმე თვალსაზრისით...


  • შეფასება ინტეგრირებული უნდა იყოს საპროექტო დავალებებში და უნდა შეესაბამებოდეს შეფასების მიზნებს.
  • მოსწავლეზე ორიენტირებული შეფასების ფორმები უნდა მოიცავდეს შინაარსობრივ ნაწილს და, ასევე, 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევებს, განსაზღვრავდეს, რა ცოდნა და უნარ-ჩვევები შედის პროექტში.
  • რუბრიკა წარმოგვიდგენს ამოცანების მახასიათებლებს (მარცხენა სვეტი) და აღწერით ნაწილს (მარჯვენა სვეტი) და მიგვითითებს შესრულების სტანდარტზე.

No comments:

Post a Comment